საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, თვით “ოცნების” ამომრჩევლებში ყოველი მეორე პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (72%); ასევე, ყველა ქვეჯგუფის უმრავლესობა, “ოცნების” ამომრჩევლების გარდა.
საქართველოს მოსახლეობაში, ისევე როგორც ქვეჯგუფებში (ქ/ოცნების ამომრჩევლების გარდა) პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებელ აქტორად დასახელებულია ქართული ოცნება. ქ/ოცნების ამომრჩევლები პოლიტიკური კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებენ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს.
კითხვაზე თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი?
· ქართული ოცნება – 76,3%
· ბიძინა ივანიშვილი – 18.0%
· ნაციონალური მოძრაობა – 17.9%
· სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – 17.2%
კვლევის მეთოდოლოგია
