ISD: ევროკავშირში ისევ ხელმისაწვდომია აკრძალული რუსული მედიასაშუალებების საიტები

ში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების საიტები, რომლებიც უნდა დაბლოკილიყო, ევროკავშირის ქვეყნებში ისევ ხელმისაწვდომია.
ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც ლონდონის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტმა (ISD) ჩაატარა და 5 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ევროკავშირის ქვეყნებში ისევ ხელმისაწვდომია ს სახელმწიფო მედიასაშუალებების, Sputnik-ის და RT-ის საიტები. მაგალითად, გერმანიაში ამ საიტებს ყოველთვიურად ნახულობს 100 ათასზე მეტი ადამიანი.
კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მცდარ და საზოგადოების პოლარიზაციის გამომწვევ ინფორმაციას ავრცელებდნენ გერმანიაში 2025 წლის თებერვლის ფედერალური ს და პოლონეთში 2025 წლის მაისის საპრეზიდენტო ს პერიოდში. ყალბი ცნობები ეხებოდა როგორც ში ომის დანაშაულთან რუსეთის კავშირის უარყოფას, ისე უკრაინელი ლტოლვილების იდეოლოგიას და ქცევას.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე წვდომა საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც. ევროკავშირში აკრძალულ 26 ინტერნეტ-რესურსთან კავშირის მქონე 58 საიტზე წვდომის შემოწმებისას, შემთხვევების უმრავლესობაში ეს საიტები დაბლოკილი არ აღმოჩნდა.
სააგენტო „ფრანს პრესს“ ევროკომისიაში განუცხადეს, რომ ევროკავშირი არ არის პასუხისმგებელი აკრძალვის აღსრულებაზე და სანქცირებულ რუსულ საიტებზე წვდომა პროვაიდერებმა უნდა დაბლოკონ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში