IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დარჩენილი ხაბეიშვილის – ე.წ. ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძემ. უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, IRI-ს პროგრამების ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს დაკავებული და ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და მოვუწოდებ, რომ სანამ რაიმე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამ ადამიანებს სხვა არაფერი არ დარჩენიათ თუ არა ის, რომ როგორმე განახორციელონ მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟი. ასე რომ, მათი ეს მცდელობებო განწირულია სრული წარუმატებლობისთვის“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.
Next: 8-თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება