IRI-ის კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 51% თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზაციისკენ იხრება.
კერძოდ, კითხვაზე რას ფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა კონსენსუსისკენ მიიწევს თუ მეტი პოლარიზაციისკენ, რესპოდენტთა 51% თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზაციისკენ უფრო იხრება, ვიდრე კონსესუსისკენ.
რესპოდენტთა 33% ეთანხმება, რომ ქვეყანა კონსენსუსისკენ მიიწევს.
16% პასუხისგან თავს იკავებს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგებისგან განსხვავებით შემცირებულია იმ ადამიანების წილი, რომლებიც თვლიდნენ რომ ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზაციისკენ მიიწევდა. გაზაფხულზე, 68%-ის აზრით, ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზაცისკენ მიემართებოდა, ხოლო 23% თვლიდა, რომ კონსესუსიკენ.
რაც შეეხება აღნიშნულ შეკითხვაზე რესპოდენტთა დაყოფას სქესისა და ასაკის მიხედვით. მამაკაცების 33% და ქალების 34% თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკა კონსენსუსისკენ მიიწევს, ხოლო 53% და 50% ფიქრობს, რომ პოლარიზაციისკენ. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი, 52% თვლის, ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზაციისკენ იხრება 36-55 ასოკობრივი ჯგუფიდან, ხოლო ყველაზე მეტი 35% ფიქრობს, რომ კონსესუსისკენ 56+ ასაკობრივი ჯგუფიდან. ყველაზე მეტი 59% ურბანული დასახლებებიდან მიიჩნევს, რომ პოლარიზაციისკენ, ხოლო ყველაზე ცოტა 29% თბილისიდან თვლის, რომ კონსესუსისკენ.