Interfax: ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება

რუსული პროპაგანდისტული მედია ინტერფაქსი წერს, რომ ინგუშეთი რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებას გეგმავს, ამის მიზნად კი “საქართველოსთან კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას” ასახელებს.
ინტერფაქსის თანახმად, ინგუშეთის მეთაურმა მუჰამედ-ალი კალიმატოვმა შეხვედრა გამართა ს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან იური ბალაშოვთან, ამ შეხვედრაზე მათ ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ასევე, რეგიონში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებაც.
“ინგუშეთი, თავისი მდიდარი ისტორიით და კულტურის იქნება შესანიშნავი ადგილი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას ორი ქვეყნის ახალგაზრდა ადამიანებს შორის პროდუქტიული დიალოგისთვის”, – თქვა მან.
ინტერფაქსისთვის ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფორუმის ვადებსა და პროგრამას განსაზღვრავს.
“საერთაშორისო ფორუმის მთავარი აქცენტი კულტურულ გაცვლაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერაზე იქნება გამახვილებული”, – ვკითხულობთ ინტერფაქსის ინფორმაციაში.