Instagram-ი Reels-ის ჩამოტვირთვის საშუალებას იძლევა

სოციალურმა ქსელმა Instagram-მი მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში საშუალებას აძლევს Reels ჩამოტვირთონ. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ ინსტაგრამზე ტრანსლაციისას განაცხადა, წერს TechCruch.
ჩამოტვირთულ Reels-ს ექნება Instagram-ის Watermark და ანგარიშის სახელი.
მომხმარებლებს შეუძლიათ დააჭირონ გაზიარების ღილაკს და აირჩიონ ჩამოტვირთვის ვარიანტი ვიდეოს შესანახად.
არსებობს Reels-ის ჩამოტვირთვისგან დაცვის საშუალებაც, გადადით: პარამეტრები > კონფიდენციალურობა > Reels და შემდეგ გამორთეთ „ნება მიეცით ხალხს ჩამოტვირთონ თქვენი Reels“.
თუ ვიდეოს აქვს ლიცენზირებული მუსიკა, მას არ ექნება ხმა; თუ ვიდეოს აქვს ორიგინალური ხმა, ვიდეოს ექნება ხმაც.