დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია POSTV-ში „ხალხის ძალის“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი 52%-იანი წილის ახალ მმართველად გიორგი შენგელია დაინიშნა.ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არხის აღმასრულებელმა დირექტორმა და 24%-იანი წილის მფლობელმა, თემურ ჭარელაშვილმა 22 სექტემბერს მიმართა, მონაცემებში ცვლილება კი დღეს 23 სექტემბერს აისახა.ახალი მმართველი, გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან აღნიშნული ორგანიზაცია POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს 2026 წლის 25 თებერვალს დაარეგისტრირა.ეს ვიქტორ ჯაფარიძის მიერ POSTV-ის წილის სამართავად გადაცემის უკვე მეორე შემთხვევაა. 28 იანვარს, არხის დასანქცირებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი კასპის მერის ყოფილი მოადგილე, ზაზა მარიდაშვილი გახდა.ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი 2022 წლის 3 ოქტომბერს, ჯამში 520 000 ლარად შეიძინა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დირექტორის პოსტს აშშ-ის მოქალაქე ნუგზარ რუხაძე იკავებს.აღსანიშნავია ისიც, რომ “ტელეიმედის” მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა – ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, “ტელეიმედის” მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს “პრაიმ მედია გლობალზე” გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები – მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).წყარო: bm.ge