Instagram-ზე მოპოვებულმა პოპულარობამ, პატარა ევროპული სოფლები ტურისტებით გადატვირთა – რას უჩივიან ადგილობრივები?

საცობები, დისნეის შთაგონებით შექმნილი ატრაქციონები და ადგილობრივი იდენტობის დაკარგვა: ეს მხოლოდ რამდენიმე პრობლემაა, რომელიც აწუხებთ პატარა ევროპულ სოფლებს, რომლებმაც მოულოდნელად მოიპოვეს პოპულარობა სოციალური მედიის საშუალებით.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ფილმების წარმოების სწრაფი ზრდით თუ ადგილობრივი დელიკატესების ძიებით გამოწვეული, ეს ცხელი წერტილები ვერ უძლებენ ტურისტების შემოდინებას.
ვენეციის, დუბროვნიკის და ბარსელონას მსგავსი გადატვირთული ქალაქების მაგალითზე, ადგილობრივები ებრძვიან ტურისტებს, ხოლო ხელისუფლება ვიზიტორებზე შეზღუდვებს აწესებს.
ჰალშტატი (ავსტრია), მონ-სენ-მიშელი (საფრანგეთი), კინდერდეიკი (ნიდერლანდები), გოათლენდი (ინგლისი) – ეს ის სოფლებია, რომლებიც პოპულარულები ინსტაგრამის ბლოგერების საშუალებით გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა