Insider: რუსეთში ძებნილი ილკინ მელიკოვი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში დააბრუნეს

რუსეთის მოქალაქე ილკინ მელიკოვი, რომელიც საქართველოში რუსეთში პოლიციელების მიერ ცემისა და მუქარების შემდეგ ჩამოვიდა, თბილისიდან 2022 წელს გაიტაცეს და რუსეთში გაიყვანეს, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“.
მათი ცნობით, ეს ისტორია მელიკოვმა, რომელიც ახლა ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორშია, გამოცემა „ვოტ ტაკ“-ს მოუყვა. მელიკოვის თქმით, იგი 2022 წლის აპრილში, თბილისში გაიტაცეს – უცნობმა ადამიანებმა სამოქალაქო ტანსაცმელში, შემდეგ კი რუსეთში გადაიყვანეს და დააძალეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან საზღვარი თავისი ნებით გადაკვეთა.
საქართველოში ჩამოსვლამდე, 2019 წლის სექტემბერში, მელიკოვი ნიჟნევარტოვსკში დააკავეს და მოწმის სტატუსით დაკითხეს. თავად მელიკოვი ამბობს, რომ პოლიციელები მას ემუქრებოდნენ, სცემდნენ და ნარკოტიკების „ჩადებით“ ემუქრებოდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში გამოუშვეს. პროკურატურაში უშედეგო მიმართვის შემდეგ, მან ოქტომბერში ქვეყანა დატოვა. 2019 წლის ნოემბერში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ტერიროსტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა დასდეს ბრალად.
აქამდე, საქართველოდან რუსეთში გატაცების შემთხვევა ასევე იყო დაფიქსირებული – 2023-ის ნოემბერში, რაფაილ შეპელევის.