III კვარტალში Amazon-ის გაყიდვებმა პროგნოზს გადააჭარბა

Amazon-მა 31 ოქტომბერს მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელმა Wall Street-ის პროგნოზს გადააჭარბა, რასაც ხელი კომპანიის საცალო გაყიდვების ზრდამ შეუწყო და აქციებზე ფასი 5.7%-ით გაზარდა.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო კვარტალში ჯანსაღ შედეგებს მოელის, რაც მიტანის სწრაფი დროითა და ხელმისაწვდომი პროდუქციის განთავსებით იქნება განპირობებული. თავის მხრივ, Amazon-ის გაუმჯობესებული შედეგები საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვისაც უკეთეს სადღესასწაულო სეზონზე მიუთითებს იმ ფონზე, რომ სადღესასწაულო ვაჭრობა ბოლო 6 წელია შესამჩნევად ნელი ტემპით იზრდება.
30 სექტემბრის მდგომარეობით, მესამე კვარტალში Amazon-ის გაყიდვები 7%-ით გაუმჯობესდა და $61.4 მილიარდი შეადგინა.
“ყველაზე შესამჩნევი კომპონენტი Amazon-ის შემოსავლებში, მოგების მარჟის მოულოდნელი ზრდაა. ინვესტორები საცალო სექტორში მარჟების შენარჩუნებაზე ღელავდნენ, Amazon-მა კი მათი გაუმჯობესება მოახერხა”, – აცხადებს D.A. Davidson-ის მკვლევარი, ჯილ ლურია.
Amazon-ის საერთაშორისო საოპერაციო მარჟა მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 0.9%-დან 3.6%-მდე გაუმჯობესდა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის შედეგებს, აქ მარჟა სამ თვეში 5.6%-დან 5.9%-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ი გაზრდილი კონკურენციის ფონზე ოპერირებს. ჩინური პლატფორმები Shein და Temu მომხმარებელს პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს გაცილებით დაბალ ფასებში სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება“ – დავით სონღულაშვილი