ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საბავშვო ბაღში ნაღმტყორცნი აღმოაჩინეს. 17 ნოემბერს ისრაელის თავდაცვამ შესაბამისი ფოტო მასალაც გაავრცელა, სადაც ჩანს 12 ნაღმტყორცნი შენობის შიგნით.
ბაღში აღმოჩენილი ნაღმტყორცნების შესახებ ინფორმაცია მოყვა ისრაელის მხარის ცნობას, რომ IDF-მა ჰამასის ახალი მიწისქვეშა ქსელები აღმოაჩინა, რომელიც ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსს უკავშირდება.
ჰამასმა და ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებმა კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იარაღის შესახებ ინფორმაციას უარყვეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებს ალ-შიფას საავადმყოფოში აღმოჩენილი იარაღის და ქსელების დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება ჯერ არ გაუვრცელებია.