IDF: ირანის მიერ ნასროლი რაკეტებისა და დრონების 99% ჩამოგდებულია

IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ს მიმართულებით ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების 99% განადგურებულია.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სულ ირანმა 170 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა, ვერც ერთმა მათგანმა ისრაელის საჰაერო სივრცეში ვერ შეაღწია.
გარდა ამისა, ირანმა გაისროლა 30 ფრთოსანი რაკეტა, რომლიდანაც 25 ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებმა გაანადგურეს.
ჰაგარის თქმით, ირანმა ასევე 120 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. რამდენიმე რაკეტამ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა ნევათიმის სამხედრო ბაზას.