ICC-მ გადადო ნეთანიაჰუსა და გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს საკითხის განხილვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.
გადავადება მას შემდეგ მოხდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა, როგორც „სასამართლოს მეგობარმა“, 10 ივნისს შეიტანა განცხადება ისრაელზე ICC-ის იურისდიქციის შესახებ შენიშვნის თაობაზე.
სასამართლომ სხვა ქვეყნებს 2024 წლის 12 ივლისამდე მისცა ვადა მსგავსი განცხადებების შესატანად და აღნიშნა, რომ ეს არ არის ღია მოწოდება. Jerusalem Post-ი აღნიშნავს, რომ დაპატიმრების ორდერის გაცემის მთელი პროცესი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.
დიდი ბრიტანეთის შენიშვნებს განიხილავენ ICC-ის წინასწარი სასამართლო პალატის წევრები. განხილვის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო, თუმცა დაკავების ორდერის გაცემის პროცედურები, როგორც წესი, საიდუმლოდ ინახება ეჭვმიტანილების გაფრთხილების თავიდან ასაცილებლად.
ის ფაქტი, რომ ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერის გაცემა, 20 მაისს გახდა ცნობილი. ამასთან, სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ორდერი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება ჰამასის სამი ლიდერისთვის – იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფისა და ისმაილ ჰანიესთვის. გადაიდება თუ არა მათი დაკავების ორდერის გაცემა ნეთანიაჰუსა და გალანტის ორდერებთან ერთად, უცნობია.
ისრაელი და შეერთებული შტატები, ისევე როგორც ისრაელის სხვა მოკავშირეები, მრავალი მიზეზის გამო ეწინააღმდეგებიან ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით.
არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს