ოქტომბრის შუა რიცხვებში ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება, უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის გამოკვლევით, ალბათ გამოიწვია რაკეტის გაშვებისას დაშვებულმა შეცდომამ.
უშუალოდ აფეთქება გამოიწვია სარაკეტო მასალამ, რომელსაც ჩვეულებრივ პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები იყენებენ, აცხადებს Human Rights Watch-ი, რომელმაც ფოტო, ვიდეო, თანამგზავრებით გადაღებული სურათები და ასევე თვითმხილველების და ექსპერტების მონათხრობი გაანალიზა.
17 ოქტომბრის აფეთქებას ალ-აჰლის საავადმყოფოსთან, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, აღშფოთება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არ აქვთ კავშირი აფეთქებასთან, და რომ მიზეზი პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა იყო.
პალესტინელების აზრით, აფეთქების მიზეზი ისრაელის საჰაერო თავდასხმა იყო.