HUGO BOSS რუსეთს ტოვებს და ბიზნესს პარტნიორ Stockmann-ზე ყიდის

HUGO BOSS რუსეთს ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოდის სახლმა ოთხშაბათს 24 აპრილს განაცხადა. Hugo boss რუსული ბიზნესის პარტნიორზე Stockmann-ზე გაყიდვას ოპერირების შეჩერებიდან ორი წლის შემდეგ დასთანხმდა.
Hugo Boss-მა რუსეთში მუშაობა 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ შეაჩერა, რაც ში შეიჭრა. Hugo bossma მაღაზიასთან ერთად შეაჩერა ელექტრონული კომერცია და რეკლამაც. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრენდის რუსეთში ყოფნას საბოლოოდ დაასრულებს.
გამოცემა ინტერფაქსის ცნობით რუსეთის საგარეო აქტივების გაყიდვის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა გარიგება, რომლის ერთ-ერთი პირობა ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნებაა.
Hugo boss არ საუბრობს გარიგების ფინანსურ პირობებზე, რუსეთი მოითხოვს, რომ უცხოურმა კომპანიებმა საკუთარი აქტივები მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით გაყიდონ.
„შეთანხმების შედეგად Hugo Boss აღარ იქნება რუსეთში საკუთარი იურიდიული პირით წარმოდგენილი“, – ნათქვამია Hugo Boss-ის განცხადებაში.
Hugo Boss-ის მიერ გამჟღავნებული გარიგება ჯერ კვლავ დასამტკიცებელია და სავარაუდოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდება.