HRW: “აგენტების კანონი” ქმნის საფრთხეს საქართველოს გადაყვანისა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან

ევროკავშირის მხრიდან “ყოყმანმა” შესაძლებელი გახადა “უცხოეთის აგენტების” კანონის გავრცელება ევროპასა და შუა აზიაში – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი – რაც აღრმავებს სირთულეებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ისედაც ემუქრებათ საფრთხე დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი პრესის ჩახშობის მოსურნე მთავრობებისგან.
4 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში ორგანიზაცია ლაპარაკობს საქართველოსა და ს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მიზანია მიღება, ან მიღების სურვილის დეკლარირება კანონმდებლობისა, რომელიც ირეკლავს ს მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოყენებულ კანონს. HRW-ის შეფასებით, ეს წარმოადგენს ნაწილს ტენდენციისა, რომელსაც ევროპელი კანომდებლები თვალს უმოქმედოდ ადევნებენ.
“იმ ფონზე, როცა ევროპის და შუა აზიის მასშტაბით საფრთხეშია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც სიტყვებით და მოქმედებებით დაიცავს სამოქალაქო სივრცეს და დაამკვიდრებს სწორ სტანდარტებს” – წერს HRW.
“საქართველოს მმართველი პარტია გეგმავს ხელახლა შემოიტანოს კამათის საგნად ქცეული, რუსული სტილის ‘უცხოეთის აგენტის' კანონმდებლობა, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დასუსტება” – წერს ორგანიზაცია. მისი თქმით, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს კანონი “გამჭვირვალობას” ემსახურება, მაგრამ მათი განცხადებები ცხადყოფს, რომ ამ კანონებს კრიტიკული ხმების დასასჯელად და სტიგმის მისასადაგებლად გამოიყენებენ.
“2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, იმ გაგებაზე დაფუძნებით, რომ ის გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის” – წერს ორგანიზაცია და დასძენს: “ეს ნაბიჯი ქმნის საფრთხეს საქართველოს გადაყვანისა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან, მაშინაც, თუკი ევროკავშირი ამ დრომდე მოსურნე იყო ეს ქვეყანა წინ წაეწია [ერვოკავშირთან] დაახლოების პროცესში, შეზღუდული პროგრესის მიუხედავად ევროკავშირის რეფორმების პრიორიტეტებთან მიმართებით”.
HRW საკუთრივ ევროკავშირსაც აკრიტიკებს, მის მიერ დეკემბერში შემოთავაზებული დირექტივისთვის “ინტერესთა რეპრეზენტაციის გამჭვირვალობის შესახებ” – რაც ითვალისწინებს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების სიის შექმნას.
ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან ევროპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთა თქმითაც ის ქმნის სივრცის შეზღუდვის საფრთხეს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის შინ, და ამცირებს ევროკავშირის სანდოობას, როცა ის ამგვარ კანონებს ბლოკის ფარგლებს გარეთ ეწინააღმდეგება.