Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა

Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის ახალი სეზონის გახსნითი თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. სეზონის გახსნითი თამაში პარასკევს, 20 სექტემბერს 19:30-ზე Courtyard by Marriott Tbilisi-ს ბოლრუმში გაიმართა.
„რა? სად? როდის“ ბიზნეს ლიგის 2024/25 წლების სეზონი შედგება 10 თამაშისგან (ტურისგან), რომელიც ყოველ თვე, პარასკევს საღამოს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” ბოლრუმში გამართება. 20 სექტემბრის თამაშს წარუძღვა გიორგი მოსიძე.
ყოველი ტური შედგება ორი ინტელექტუალური კონკურსისგან: გასახურებელი თამაში „მატრიცა“ და ძირითადი თამაში „რა? სად? როდის?“.
ბიზნესლიგის პარტნიორმა, Hotsale.ge-მ სწორედ თამაშის აღნიშნული ეტაპისთვის დააწესა 6 ვაუჩერი. საჩუქრები გადაეცა გუნდს, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა, მიუხედავად დივიზიონისა.
გამარჯვებულ გუნდი კომპანიამ “კო­პა­ლა წყნე­თი • KOPALA TSKNETI”-ის გასართობი აქტივობების ვაუჩერებით დააჯილდოვა.
გასართობი კომპლექსი და სასტუმრო “კოპალა წყნეთი” თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, ბუნებრივი სილამაზითა და სასიამოვნო კლიმატით გამორჩეულ ზონაში, წყნეთში მდებარეობს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც კომპლექსი წარმატებით მასპინძლობს სტუმრებს და სთავაზობს საუკეთესო პირობებს როგორც დასვენებისთვის, ასევე გართობისთვის.
„კოპალა წყნეთის“ მრავალფეროვან სერვისებს შორის არის: პროფესიონალური დონის ბოულინგის ბილიკები, საცურაო აუზი და გასარუჯი ვერანდა, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, სათამაშო აპარატები, საბავშვო გასართობი სივრცე, მინი კინო­თეატრი, სოლარიუმი. ამასთანავე, სტუმრებს ემსახურება რესტორანი, ბარი და მყუდრო, კომფორტული ნომრები.
აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ბიზნესლიგის 2023/24 სეზონის პარტნიორიც იყო და ტრადიციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება