“GYOR OPEN”-ზე ნოე ფანცხავამ 2 ოქროს მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ გიორში დასრულებულ “GYOR OPEN”-ზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს საუკეთესო მოცურავემ, ”AQUA UNION”-ის წევრმა ნოე ფანცხავამ. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნოემ 50 მ. და 100 მ. გულაღმა ცურვაში იასპარეზა, ორივეში ოქროს მედალი მოიპოვა და 2025 წლის როგორც პირადი, ისე საქართველოს საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. ფანცხავამ 100-მეტრიანი დისტანცია 0:55.41 წამში დაფარა და 807 ქულა მოიპოვა. 50 მ. დისტანციაზე ნოემ 0:25.60 დააფიქსირა და მისივე საქართველოს რეკორდის მოსახსნელად 0.16 წამი დააკლდა. აღსანიშნავია, რომ ნოეს შემოდგომის სეზონზე ტრავმის გამო 1.5 თვე გაუცდა და 50მ. აუზზე ასპარეზობა შეჯიბრებამდე მხოლოდ 1 თვით ადრე დაგეგმა.
ნოე 26-28 დეკემბერს საქართველოს ზამთრის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო იანვრიდან 2026 წლის მთავარი შეჯიბრებისთვის, აგვისტოში, პარიზში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, ნოე სექტემბრიდან ირაკლი ბოლქვაძის მიერ შექმნილ ახალ გუნდში “AQUA UNION”-ში ვარჯიშობს. თავდაპირველად ედუარდ ფეროიანის, ხოლო ამჟამად ირაკლი რევიშვილის პროგრამის ხელმძღვანელობით.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა