GWP: წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მივაწვდით

თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგებზე, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP). ის წერს, რომ დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას ართულებს და შესაძლოა, გამოიწვიოს პროცესის გახანგრძლივება.
კომპანია რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს.
„იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს“, – წერია განცხადებაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნავს, რომ „წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“.
16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. სწორედ, ის ამარაგებს სასმელი წყლით ქალაქ მცხეთას, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. ამჟამად მათ წყალი არ მიეწოდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ