GRAS 2026 — გრინ პლანეტისა და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ფასიანი განთავსება
ფოტო:
9
წაკითხვა
მდგრადი ინფრასტრუქტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი — თეგეტა გრინ პლანეტისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია — საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის სამიტი 2026 (GRAS 2026) გაიმართა. ღონისძიება მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებში გლობალური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით გლობალურად არსებობს. კონფერენციის ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “თეგეტა ჰოლდინგისთვის მდგრადობა საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი ყოფილიყო. GRAS 2026 გვიჩვენებს, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც შეიძლება გახდეს რეალური ეკონომიკური პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, სადაც ნარჩენები გარდაიქმნება რესურსად, ქმნის ეკონომიკურ სარგებელს და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.
მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის გრძელვადიან მდგრადობას. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ერთად შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“.
ფოტო: თეგეტა
რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოში დღემდე არ გამოიყენება. ეს ტექნოლოგია, ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, გაცილებით გამძლეა — მისი სიცოცხლისუნარიანობა 8-10 წელია, ამცირებს ხმაურს და წყლის ზემოქმედებას უკეთ უმკლავდება, გარდა ამისა, გარემოს საავტომობილო ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს არიდებს.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “საქართველო იმ კონდიციაშია, როდესაც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები შესაძლოა, განსაზღვრავდეს მომავალი თაობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებს. ეს სამიტი ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გავეცნოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკებს და დავნერგოთ ადგილობრივ დონეზე. ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკა არის მომავლის გზა — ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ისეთი ნარჩენები, როგორებიცაა გამოყენებული საბურავები, გარდავქმნათ სასარგებლო რესურსად, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას“.
ფოტო: თეგეტა
GRAS 2026-ის ორგანიზატორების ამოცანა საქართველოში ნარჩენების სწორი მართვა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა — განსაკუთრებით იმ ზიანის შესახებ, რომელსაც გადაუმუშავებელი ნარჩენები გარემოს აყენებს.
გიორგი გულიაშვილი, Wasteless-ის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია საქართველოში სრული ცირკულარული მოდელის დანერგვა — ნარჩენების შეგროვებიდან გადამუშავებამდე და გადამუშავებული ნედლეულის ეფექტიან გამოყენებამდე. მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოში ამოქმედდება პირველი მაღალტექნოლოგიური საბურავების გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც ქვეყანაში შეგროვებული გამოყენებული საბურავების გადამუშავებას უზრუნველყოფს. გადამუშავებული რეზინის ასფალტში გამოყენება კონკრეტული პასუხია იმ კითხვაზე, თუ რაში გამოიყენება მიღებული ნედლეული. საწარმოს ამოქმედების შედეგად, ვფიქრობთ, წელიწადში 12-15 ათას ტონამდე რეზინის ფხვნილს მივიღებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ნედლეული ადგილზე გამოვიყენოთ უფრო გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა გზების მშენებლობისთვის. ეს კი, როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“.
საერთაშორისო სამიტი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების პლატფორმაა, არამედ ერთგვარი მოწოდებაც, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ლიდერი მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რათა მწვანე ინიციატივების დანერგვის გზითა და ინოვაციური მიდგომებით ქვეყნის ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

თეგეტა გრინ პლანეტი თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
კომენტარები
GRAS 2026 — თეგეტა გრინ პლანეტისა და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
19 წუთის წინ
GRAS 2026 — თეგეტა გრინ პლანეტისა და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
გადახედვა
“მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი” — კუბის “გათავისუფლებაზე” საუბრობს
34 წუთის წინ
“მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი” — კუბის “გათავისუფლებაზე” საუბრობს
გადახედვა
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
37 წუთის წინ
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
გადახედვა
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული
40 წუთის წინ
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
42 წუთის წინ
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
გადახედვა
მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი “ქართული ოცნების” კრიტიკას პასუხობს
ერთი საათის წინ
მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი “ქართული ოცნების” კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ერთი საათის წინ
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
ერთი საათის წინ
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
გადახედვა
პეტერ ფიშერი: ვწუხვარ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
2 საათის წინ
პეტერ ფიშერი: ვწუხვარ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
გადახედვა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური
2 საათის წინ
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური
გადახედვა
სასამართლომ არჩილ გორდულაძეზე დაწერილი ფეისბუქ-პოსტის გამო 5000 ლარით დააჯარიმა
2 საათის წინ
სასამართლომ არჩილ გორდულაძეზე დაწერილი ფეისბუქ-პოსტის გამო 5000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS შეიძლება თითქმის სამყაროს ასაკის იყოს
3 საათის წინ
ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS შეიძლება თითქმის სამყაროს ასაკის იყოს
გადახედვა
TI: ახალციხის მერია “ქართული ოცნების” შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს
3 საათის წინ
TI: ახალციხის მერია “ქართული ოცნების” შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს
გადახედვა
უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს
3 საათის წინ
უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს
გადახედვა
შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
3 საათის წინ
შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
გადახედვა
: პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება
4 საათის წინ
ირაკლი : პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება
გადახედვა
აჭარაში სპეცოპერაციის ჩატარებისას 75 წლის პენსიონერი ქალი დაშავდა
4 საათის წინ
აჭარაში სპეცოპერაციის ჩატარებისას 75 წლის პენსიონერი ქალი დაშავდა
გადახედვა
“ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის” — ილის II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
5 საათის წინ
“ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის” — ილის II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გადახედვა
ჰარი სტაილსმა პიცები გაუგზავნა ფანებს, რომლებიც მომღერლის შოუს ბილეთების რიგში ათენებდნენ
5 საათის წინ
ჰარი სტაილსმა პიცები გაუგზავნა ფანებს, რომლებიც მომღერლის შოუს ბილეთების რიგში ათენებდნენ
გადახედვა
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება
5 საათის წინ
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება
გადახედვა
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
7 საათის წინ
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
კვირის ტოპ-5
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით13975 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი მხატვრის შედევრია თუ არა7611 ნახვა
ქვიზი: რამდენად კარგად გასწავლა ინგლისური ფილმებმა და სიმღერებმა?5489 ნახვა
კროსვორდი: გამოიცანი ქართველი რეჟისორი ფილმით5354 ნახვა
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო4330 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი : დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ
: დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ
გადახედვა
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
გადახედვა

ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
გადახედვა
პოლიტიკა
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
გადახედვა
ციტატები
: მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას
: მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
გადახედვა
ეკონომიკა
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
ახლა კითხულობენ
გადახედვა
სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
16 მარტი, 11:39
სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, გიორგი გოცირიძე…
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
BMG: Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმებზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში
Metallica-ს ჯეიმს ჰეტფილდმა შეყვარებულს ხელი წყალქვეშ სთხოვა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი