Google Pixel-ის ძირითადი ფუნქცია მალე iPhone-ზეც ხელმისაწვდომი იქნება

2024 წლის მაისიდან Google ფოტოების რედაქტირების ფუნქციებს Google Photos აპში iOS-ისთვის ხელმისაწვდომს გახდის. ამჟამად, ეს AI ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ Pixel სმარტფონის მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას MacRumors-ი ავრცელებს.
ეს ფუნქციები დაჯგუფებულია ნაკრებში სახელწოდებით Magic Editor.
„Magic Editor მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად შეასრულონ რთული რედაქტირების ამოცანები, რომლებიც ადრე მხოლოდ პროფესიონალურ აპლიკაციებში იყო ხელმისაწვდომი, როგორიცაა Photoshop,“ – წერს MacRumors-ი.
თავდაპირველად Magic Editor ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Pixel სმარტფონის მფლობელებისთვის და Google One-ის აბონენტებისთვის. 15 მაისიდან ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება Google Photos-ის მომხმარებლებისთვის ყველა პლატფორმაზე. თუმცა, სერვისზე წვდომა შემოიფარგლება თვეში არაუმეტეს 10 დამუშავებული ფოტოს შენახვით.

ასევე დაგაინტერესებთ