Google 5 მლნ-ს გადაუხდის მათ, ვინც კვანტურ გამოთვლებს პრაქტიკაში გამოიყენებს

Google, XPRIZE და ჟენევის პროგნოზირების მეცნიერებისა და დიპლომატიის ცენტრი 3-წლიან, $5 მლნ-იან კონკურსს იწყებენ, რომელიც მიზნად ისახავს კვანტური გამოთვლითი ალგორითმების წარმართვას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ამის შესახებ Google-ის ბლოგშია ნათქვამი.
XPRIZE Quantum Applications კონკურსი 4 მარტს დაიწყო და 3 წელი გაგრძელდება, ფინალისტები კი პრიზს მიიღებენ.
Google განმარტავს, რომ კვანტურ კომპიუტერებს აქვთ სოციალური პრობლემების გადაჭრის პოტენციალი. მათ შეუძლიათ დააჩქარონ მედიკამენტების განვითარება ან შექმნან ახალი მასალები ბატარეებისთვის და ა.შ. მაგრამ კვანტური ალგორითმების უმეტესობა შესწავლილია ძირითადად აბსტრაქტული მათემატიკური ამოცანების კონტექსტში და ნაკლებად პრაქტიკული გამოყენებისთვის.
საკვალიფიკაციო განაცხადში გუნდებმა უნდა აღწერონ სოციალურად სასარგებლო პრობლემა, რომლის გადაჭრაც სურთ.
20-მდე გუნდი გაიზიარებს $1 მლნ-ის საპრიზო ფონდს და ფინალში გავა. ნახევარფინალისტმა გუნდებმა უნდა აღწერონ კვანტური ალგორითმის გასაშვებად საჭირო ტექნიკის სპეციფიკაციები, მიაწოდონ მტკიცებულება, რომ ის უფრო სწრაფი ან ზუსტია ვიდრე კლასიკური გამოთვლითი გადაწყვეტილებები და იწინასწარმეტყველონ ის დადებითი გავლენა, რომელიც მას ექნება საზოგადოებაზე.
3 მილიონი დოლარის საპრიზო ფონდი პირველ 3 გამარჯვებულს შორის გადანაწილდება, ხოლო მეორე ადგილზე გასულებს 1-1 მილიონი დოლარი გადაეცემათ.
Google წერს, რომ კონკურსის მრჩევლები და მოსამართლეები ცნობილი ექსპერტები იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ