Google-მა 28 თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც ისრაელთან დადებულ კონტრატქს აპროტესტებდნენ

Google-მა 28 თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც ს მთავრობასთან დადებულ კონტრაქტს აპროტესტებდნენ. ზოგიერთი თანამშრომელი Google-ის სათავო ოფისთან აქციას “No Tech for Apartheid” მართავდა რა დროსაც 9 პირი პოლიციამ დააკავა.
Google-სა და ისრაელს შორის დადებული კონტრაქტი 1.2 მილიარდ დოლარიან პროექტ Nimbus-ს ეხება, რომელიც ისრაელის მთავრობას ხელოვნური ინტელექტის და სხვა სერვისებს მიაწოდებს. თანამშრომლების აქციები პარალელურად მიმდინარეობდა ნიუ-იორკის, სიეტლის, კალიფორნიის და სანივეილის ოფისებთან. გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლებმა აქციის მსვლელობისას მიიღეს შეტყობინება, რომ კომპანია მათი დასაქმების კონტრაქტს აჩერებდა.
Google-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი ამ საკითხის კონფიდენციალურობის ფარგლებში დარჩენას ცდილობენ.