Global Finance-ის ჯილდო „AI In Finance“ ორ რაუნდად გაიმართა. პირველ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო ფინანსური კომპანიები ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით, მეორე ეტაპზე კი ჯილდოს გლობალური გამარჯვებულები დასახელდნენ.
მეორე რაუნდში გამარჯვებულ ბანკებს შორის მოხვდნენ DBS Bank-ი, Citi, CTBC და სხვა მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები.
World’s Best Digital Banks 2025-ისა და AI In Finance Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკს Global Finance-ისგან ჯამურად ათი ჯილდო გადაეცა, აქედან AI in Finance დაჯილდოების ფარგლებში, სოლოს მიმართულებამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
SOLO მომსახურების მიზნობრივი მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის შექმნილმა AI მოდელმა Global Finance-ის მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
SOLO-ს ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელს სოლო მომსახურებისთვის მიზნობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის იყენებს. პროექტის ფარგლებში შემუშავებული AI მოდელი აანალიზებს მონაცემთა დიდ მოცულობას, რათა ზუსტად განსაზღვროს ის მომხმარებლები, ვისთვისაც SOLO-ს პერსონალიზებული მომსახურება ყველაზე აქტუალური და საჭიროა. მანქანური დასწავლის ალგორითმების მეშვეობით, SOLO-მ შეძლო ტრადიციული მარკეტინგული მიდგომების დახვეწა და რესურსების ეფექტურად წარმართვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი მომხმარებლის იდენტიფიცირებაზე დახარჯული დრო და ძალისხმევა, რამაც გაზარდა ოპერაციული ეფექტურობა და მოგვცა შესაძლებლობა, დაზოგილი დრო მომხმარებლებზე მეტ ზრუნვას დავუთმოთ.
SOLO მომხმარებელმა კი, რომელსაც რეალურად ესაჭიროებოდა პრემიუმ საბანკო მომსახურება, პროაქტიურად მიიღო მათზე მორგებული, პერსონალიზებული შეთავაზებები. ამან გაზარდა მათი კმაყოფილება და ლოიალობა ბანკის მიმართ.
თათია ტუღუში, ანალიტიკური პროექტების ლიდი: “ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ინსტრუმენტი, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა. ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი რესურსები მივმართოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა. მომხმარებლებს კი შევთავაზოთ არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ მათზე მორგებული გამოცდილება. ეს ჯილდო წარმოადგენს ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომისა და ინოვაციური ხედვის აღიარებას. ჩვენ ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების კვლევას, რათა მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი სერვისები და შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.“
თინათინ ბრეგვაძე, სოლოს ბიზნესის განვითრების სამსახურის უფროსის მოადგილე: „აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებული აღიარებაა ჩვენთვის, რადგან კონკურენციას ვუწევდით DBS Bank-ი, Citi, CTBC და სხვა მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებს. ხელოვნური ინტელექტის როლი მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორისთვის, რადგან, იძლევა შესაძლებლობას, შექმნას პერსონალიზებული გამოცდილება, გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამაღლოს ოპერაციული ეფექტურობა. SOLO მომავალშიც განაგრძობს ამ ტრანსფორმაციის გზაზე სვლას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“
აღსანიშნავია, რომ ჯილდოს ფარგლებში, აპლიკანტები მსოფლიო დონის CGI-ს ექსპერტებმა შეაფასეს, ხოლო გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
“Global Finance-ი სიამაყით წარმოგიდგენთ პირველ AI in Finance-ის ჯილდოს გამარჯვებულებს. ჩვენი რედაქციული მიუკერძოებლობისა და სიზუსტის 38 წლიანი მემკვიდრეობა, მსოფლიოს საუკეთესო ბანკების გამოვლენის 26 წლიანი პრაქტიკა და გამოცდილება გვაძლევს საკმარის კვალიფიკაციას იმისათვის, რომ წარმოგიდგინოთ პირველი ჯილდო ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა, მას დიდი ზრდის პოტენციალი აქვს. გვჯერა, რომ Global Finance-ის AI in Finance ჯილდო ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას”, – აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპურო, Global Finance-ის რედაქტორი და დამფუძნებელი.