GIZ-ში ვმუშაობდი… რა თქმა უნდა, ვახორციელებდით გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიზნებს – შალვა პაპუაშვილი

“რა თქმა უნდა, ვახორციელებდით გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიზნებს, რომლებიც შემდეგ საქართველოს მთავრობასთან თანხმდება,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სასესიო სხდომაზე გააკეთა.
პაპუაშვილი ყვება, რომ GIZ-ში მუშაობის დროს ახორციელებდა “გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიზნებს”. პაპუაშვილმა ამის შესახებ ს კითხვაზე პასუხად ისაუბრა.
ის, რომ თქვენ რასაც აკეთებდით და მტკიცებულებებს აგროვებდით, იყო თქვენი დამფინანსებლის ინტერესში, კითხვის ნიშანი არ არის, ის, რომ იყო ეს საქართველოს ინტერესშიც, კითხვის ნიშანი არ არის… არცერთი დონორი არ აფინანსებს, რომელიც არ არის მის ინტერესში, წერტილი. რა გგონიათ, რომელიმე დონორი დააფინანსებს პროექტს, რომელიც არ არის მის ინტერესში? აქ არის მეორე ნაწილი საკითხის, რომელიც გულისხმობს, რომ ის ასევე უნდა იყოს იმ ქვეყნის ინტერესში.
GIZ-ში ვმუშაობდი წლები, იცით, რა მეწერა მე მთავარ პრინციპად ჩვენი ორგანიზაციის? – რომ ეს ორგანიზაცია ემსახურება გერმანიის ინტერესებს და მის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ვახორციელებდით გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიზნებს, რომლებიც შემდეგ საქართველოს მთავრობასთან თანხმდება,“ – ამბობს პაპუაშვილი.
ანა ნაცვლიშვილოს კიდევ ერთ კითხვაზე – არის თუ არა უცხო ძალის ინტერესების გატარება, როცა ენჯეოები საოკუპაციო ხაზზე დადიოდნენ და ს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებებს აგროვენდნენ? – პაპუაშვილის პასუხი იყო – “დიახ, ქალბატონო ანა!”
ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ