GITA – ს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართება

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში, 6-7 სექტემბერს, ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართება“ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ჰაკათონის მიზანია საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. Energo Hack 2025 მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ენერგეტიკის დარგის მწარმოებელ კომპანიებს, ენერგეტიკის დარგით დაინტერესებულ მეწარმეებს, სტარტაპებს და სტუდენტებს, პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.
ჰაკათონის ფორმატი რამდენიმე ფაზად იყოფა და მოიცავს ონლაინ ტრენინგს, მონაწილეებისთვის დავალებების ონლაინ რეჟიმში მიცემას, თეორიულ ნაწილს მსოფლიოში არსებულ ინოვაციებზე ენერგეტიკის სექტორში, მენტორინგ სესიებს, პროტოტიპირების პროცესს, Pitch Deck-ის მომზადებასა და დემო დღეს.
ჰაკათონი მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას;
რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
სარეგისტრაციო ბმული: http://apps.mygita.ge/zs/2jCl3T
პროექტი დაფინანსენულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
ჰაკათონის მხარდამჭერი – სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია);
ჰაკათონის გენერალური სპონსორი – სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი;
ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები – სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემები), GRPC (საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია), ლურჯი ოკეანე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ