GITA-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში დაიგეგმება კვლევით პროექტებში მონაწილეობა და ერთობლივი კვლევითი აქტივობების განხორციელება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე კვლევითი პროექტების განხორციელება, ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება/გაძლიერება.
„მემორანდუმი მოიცავს სეუ-ს მიერ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში ან/და არსებულის განახლებაში ჩართულობას, ასევე სასწავლო კურსების სილაბუსების შედგენა/განახლებაში მონაწილეობას, ასევე მხარეთა პერსონალისათვის, მათთვის საინტერესო თემებზე, ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასებისა და სხვა აქტივობების შეთავაზებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.