Georgian Airways-ით საფეხბურთო მატჩზე გაფრენა-დაბრუნება 1900 ლარზე მეტი ჯდება

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით გასამართი საფეხბურთო მატჩებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა, ბილეთების გაყიდვა დაიწყო. გერმანიის სამივე ქალაქის მიმართულებით გაფრენისა და უკან დაბრუნების საფასური სულ მცირე 1921 ლარია.
ფრენები შესრულდება:
· თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
· თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
· თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
ვებსაიტზე უკვე ჩანს, რომ ბილეთების რაოდენობა ამ თანხის კატეგორიაში შეზღუდულია.
26 მარტს „ევრო 2024“-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია. შესაბამისად, საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გერმანიის სამ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს: დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში.