Geo Team: ჩაკვეტაძე უკმაყოფილოა და შეიძლება “სლოვანში” დაბრუნდეს

გიორგი ჩაკვეტაძეს “უოტფორდში” თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ ეძლევა და არაა გამორიცხული, “უოტფორდი” დატოვოს და “სლოვანში” დაბრუნდეს, – ამ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს:
“ბრატისლავის “სლოვანი” იჯარის წესით გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს. “გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე ვმუშაობთ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება”, – დაადასტურა სლოვანის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გიორგი ჩაკვეტაძეს და “უოტფორდის” ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგება, სადაც ქართველის მომავალს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში