Geo Team: ყველა სპორტსმენს აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელი მისი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მომავალი ევროპაშია!

⚠️UPDATE: ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის, რომელიც აღნიშნულმა პოსტმა გამოიწვია.
მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საერთო სიხარული რომელიც ევროპაზე გასვლამ გამოიწვია ამას ადასტურებს.
ხოლო, პოლიტიკური სტატუსების მინიჭება ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ გადამეტებული და უადგილოა.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების უფლება. ამ განცხადებით ჩვენ გვინდოდა გამოგვეცხადებინა ჩვენი სოლიდარობა გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ და ვგმობთ მისი, ნაკრების ნებისმიერი წევრის ან მოქალაქის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას.
ყველა სპორტსმენს აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელი მისი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად.
პოსტის თავდაპირველ ვერსიას გთავაზობთ ცვლილების გარეშე:
უდიდესი გამარჯვებიდან და სიხარულიდან ზუსტად 2 კვირის თავზე, მძიმე სანახავია პირადად ჩემთვის და მთელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ის, რაც ბოლო დღეებში და განსაკუთრებით დღეს ხდება. პოლიტიკურ საკითხებში ფეხბურთელების, მათი ოჯახის წევრების გარევა არ შედის ქართული ფეხბურთის და მისი გულშემატკივრის ინტერესებში!
ეს სიხარული, რომელიც ბიჭებმა თავისი შრომით, ოფლით ჩვენამდე მოიტანეს, არ შეგვარგეს, ისევ დაპირისპირებისკენ გვაქეზებენ და ისევ ცდილობენ პარტიულად და პოლიტიკურად დაგვყონ, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. არადა ამ გამარჯვებამ ზუსტად ყველანაირ დაყოფაზე და პოლიტიკურ საკითხზე მაღლა დაგვაყენა და რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეგვენარჩუნებინა ეს მუხტი.
გავუფრთხილდეთ ჩვენი ნაკრების მონაპოვარს, ამ დიდ სიხარულს და ვაცადოთ ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში, მათ ოჯახებს და მშობლებს კი მადლობა ვუთხრათ იმ შვილების აღზრდისთვის, ვინც ამხელა გამარჯვება გვაჩუქა!
ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მომავალი ევროპაშია! 🇬🇪🇪🇺
📸 Nakrebi” – წერია ფეისბუქგვერდზე Geo Team 

ასევე დაგაინტერესებთ