Geo Team: საქართველოს ნაკრების მეკარემ ცნობილ ბერძნულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „პანსერაიკოსის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მომავალ სეზონში „პაოკის“ ღირსებას დაიცავს:
„ლუკა გუგეშაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „პაოკს“ შეუერთდება. Geo Team-ის ინფორმაციით, „პაოკმა“ „პანსერაიკოსს“ ქართველ მეკარეში 1 მილიონი ევრო გადაუხადა. 25 წლის მეკარემ „პაოკთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“.
გუგეშაშვილს (სიმაღლე 196 სმ) „პანსერაიკოსთან“ ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 700 ათასია.
„პაოკმა“ რეგულარული სეზონი მეოთხე ადგილზე, ხოლო „პანსერაიკოსმა“ მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა. სალონიკური კლუბის პრეზიდენტი წალკაში დაბადებული და რუსეთში მოღვაწე მილიარდერი ბიზნესმენი ივან
სავიდია, გუნდის მწვრთნელი რაზვან ლუჩესკუა, ამჟამად ძირითადი მეკარე კი ხორვატი დომინიკ კოტარსკია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში