GCCA-მ salemart.ge-ის მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის გამო ვალდებულებები გაუწერა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), salemart.ge-ის მიერ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის(Dark Pattern) გამოყენების ფაქტი დაადგინა.
GCCA-ის მიერ აღნიშნული ვებგვერდის დეტალური შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს კანონით განსაზღვრული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებელს, რომელმაც განცხადებით მიმართა სააგენტოს, არამედ ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს.
“GCCA-ის შეფასებით, ერთდროულად რამდენიმე მანიპულაციური ტექნიკის გამოყენება მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და რაციონალური, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა – 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრეს ეკრძალება მისი უფლებების განხორციელება და მოგების მიღება მომხმარებლის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, საკითხის შესწავლის პროცესში ყურადღება გამახვილდა მოვაჭრის მხრიდან გამოყენებულ შემდეგ მანიპულაციურ სავაჭრო ტაქტიკებზე(Dark Pattern), ქმედებებზე:

ასევე დაგაინტერესებთ

IMF-ის მხრიდან დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შეზღუდვის მოთხოვნა მიუთითებს, რომ სებ-ს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ, არაგამჭვირვალედ ან არარეგულარულად გადასცეს თანხები მთავრობას – რომან გოცირიძე