GCCA-ის ინიციატივით მომხმარებლის უფლებების საკითხებზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ბანაკის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო – მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის გაზიარება, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება დასჭირდეთ. მათ შორის, თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, ჰქონდეთ თავდაჯერება კომუნიკაციაში ბიზნეს სექტორთან და საჯარო სტრუქტურებთან, როგორ არ გახდნენ თაღლითობის ან არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის მსხვერპლნი და დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართონ.
„კერძოდ, შეხვედრის ფარგლებში, GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, მარიამ შაიშმელაშვილი და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის იურისტმა, ოლიკო მ, სტუდენტებთან ერთად, დეტალურად განიხილეს: მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მოქმედი მექანიზმები და დადგენილი სტანდარტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.
თემატური ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება, რომელსაც წელს 1000-მდე ახალგაზრდა სტუმრობს. ბანაკის მიზანია – არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით, ახალგაზრდების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა, მათთვის საინტერესო და საჭირო თემებზე.
GCCA აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ქვეყნის მასშტაბით, თბილისში და რეგიონებში – სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია მომხმარებლის უფლებებისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე ცნობიერების გაძლიერება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა