Gazzetta dello Sport: ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, კვარაცხელია “ნაპოლიდან” წავა

Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, “ნაპოლის” სავარაუდოდ, წამყვან ფეხბურთელებთან შელევა მოუწევს.
წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ “პარტენოპეიდან” ვიქტორ ოსიმენი აიბარგებს და ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერგასვლის შემთხვევაში ერთგვარი ფინანსური შვებაც იქნება.
აურელიო დე ლაურენტისის გუნდმა გასული სეზონი 80 მილიონიანი მოგებით დახურა და ამ სეზონამდე გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო.
Gazzetta dello Sport წერს იმასაც, რომ თუ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ს შენარჩუნებაც ძალიან გაჭირდება და მისი ამბიციებიდან და ბოლოდროინდელი შედეგებიდან
გამომდინარე, ქართველიც წასვლაზე იფიქრებს.
ჩვენი იტალიელი კოლეგები მამუკა ჯუღელის ბოლო განცხადებებზე აკეთებენ აქცენტს, სადაც მან თქვა, რომ “კვარას” დამატებით არაერთი ტოპ გუნდია დაინტერესებული და ეს ერთგვარი ნიშანიც იყო.
აქვე გეტყვით, რომ “პარტენოპეის” ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 11 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც დღეს გასვლაზე “სასუოლოსთან” გამართავს.