G7-მა უკრაინის დაფინანსებისთვის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პროექტს მხარი დაუჭირა

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ნათქვამია 24-25 მაისს იტალიაში G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეს პროექტში.
კერძოდ, გეგმა მოცემული აქტივებიდან მიღებული სესხის გაცემას მოიაზრებს. რუსული აქტივები კი გაყინული დარჩება მანამ, სანამ უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.
მოსალოდნელია, რომ ამ სქემამ ს დაახლოებით 3 მილიარდი ევრო უნდა მოუტანოს.