გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირველი ვიდეომიმართვისას „დიდი ოცეულისადმი“ (G20), მან მოუწოდა პუტინს, რომ შეწყვიტოს ომი უკრაინაში და გაიყვანოს იქიდან თავისი ჯარი.
„მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ეს თავდასხმა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან, რათა ეს ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს“, – უთხრა შოლცმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ბერლინში, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯიორჯია მელონისთან ერთად გამართა.
მელონი მიესალმა პუტინის წინადადებას უკრაინაში მშვიდობისთვის მუშაობის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში არის აგრესორი და მხარე, რომელსაც თავს დაესხნენ. რუსეთისთვის საკმარისია ჯარების გაყვანა დაკავებული ტერიტორიიდან“.
პუტინი არ დასწრებია “დიდი ოცეულის“ ბოლო ორ სამიტს – ინდოეთსა და ინდონეზიაში გამართულ სამიტებზე მან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაგზავნა.
„დიდი ოცეული“ მოიცავს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან 19 ქვეყანას და მათთან ერთად ევროკავშირსა და აფრიკის კავშირს.