“დიდი შვიდეულის” (G7) წევრმა ქვეყნებმა გააღრმავეს ძალისხმევა, რათა შეთანხმდნენ რუსეთის ამჟამად “არამოქმედი” ცენტრალური ბანკის და სხვა წყაროების კუთვნილი 300 მილიარდამდე დოლარის ოდენობის, უცხოეთში განთავსებული ქონების უკრაინისთვის გადაცემაზე – იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის პროცესს წინაღობები ხვდება, იუწყება გამოცემა Financial Times-ი.
ეს ქონება შესაძლებელს გახდიდა უკრაინის თავდაცვის და საბოლოო რეკონსტრუქციის დაფინანსებას და ხელს შეუწყობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული და უკვე 21 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას – აცხადებს ოფიციალურ პირთა ნაწილი.
G7 მოიცავს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, საფრანგეთს, იაპონიას და აშშ-ს.
“‘დიდი შვიდეულის’ წევრებს და შესაბამის პოზიციაში მყოფ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ გაყინონ რუსეთის სუვერენული ქონება, როგორც წინააღმდეგობის ზომა, რომელიც რუსეთს დაარწმუნებს დაასრულოს თავისი აგრესია” – აშშ-ის მიერ შემუშავებული სადისკუსიო დოკუმენტის ამ ციტატას ვკითხულობთ FT-ის სტატიაში.