FT – აშშ და ისრაელი უკრაინასთან Patriot-ის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

შეერთებული შტატები, და სთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 8-მდე სისტემის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეთანხმება საბოლოოდ ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ითვალისწინებს ისრაელის Patriot-ების გაგზავნას ჯერ შეერთებულ შტატებში, იქიდან კი უკრაინაში. მოლაპარაკებები სამი ქვეყნის მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების დონეზე მიმდინარეობს.
Financial Times-ი წერს, რომ ამჟამად უკრაინას აქვს Patriot-ის მინიმუმ ოთხი სისტემა, რომელიც -მა და გერმანიამ მიაწოდეს და ახალი მარაგების შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

ასევე დაგაინტერესებთ