Freedom House-ი რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა

ს გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში „არასასურველად“ გამოაცხადა არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი, რომელსაც ვაშინგტონში აქვს შტაბ-ბინა.
ს უწყებამ, სხვათა შორის, აღნიშნა, რომ Freedom House-ი გამოდის უკრაინის არმიისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის, რუსეთის „გაყინული“ აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის, ასევე სანქციებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით.
Freedom House-ი 1941 წელს დაარსდა. ის უკვე 40 წელზე მეტია, იკვლევს პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს მთელს მსოფლიოში.
ვასილი პისკარიოვმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმაში ხელმძღვანელობს საშინაო საქმეებში ჩარევის გამოძიების კომისიას, მარტის დამდეგს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეისწავლის „არასასურველი“ ორგანიზაციების სიაში Freedom House-ის შეტანის საკითხს. პისკარიოვმა ადამიანის უფლებების დამცველებს ბრალი დასდო „რუსეთში ს დისკრედიტაციის კამპანიაში“. ამის მიზეზი გახდა Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ორგანიზაციამ რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა.
„არასასურველი ორგანიზაციების“ სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ამჟამად მასში 160 სტრუქტურაა შეტანილი. ამ სიაში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან