Freedom House გმობს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას

ამერიკული ორგანიზაცია Freedom House გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის, – რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს, – მიღებას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონების დამტკიცება „თავდასხმაა საქართველოს ლგბტქ+ თემსა და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე“.
„ეს ნაბიჯი, მსგავსად მაისში “უცხოეთის აგენტების” კანონის მიღებისა, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიას. მოვუწოდებთ საქართველოს კანონმდებლობას, შეატრიალოს კურსი“, – აცხადებს Freedom House.