France 24 – სტამბოლში საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა

სტამბოლში საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.
France 24-ის ცნობით, სტამბოლში თურქეთის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ორგანიზებულ „თავისუფლება იმამოღლუს“ მასობრივ საპროტესტო აქციას ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა.
ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ოზგურ ოზელმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე 2,2 მილიონი ადამიანი იყო, თუმცა სააგენტო ამ ციფრებს დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს.
შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი ს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” ექრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო სთვის პარტიის კანდიდატად დაასახელა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა 2000-მდე ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება