France 24 – კოლუმბიაში -ის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა

კოლუმბიაში -ის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოძრაობა Congreso de los Pueblos-მა (სახალხო კონგრესი) გამართა.
მოძრაობის ლიდერის, ჯიმი მორენის განცხადებით, დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მემარჯვენე პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
„დამნაშავეები საელჩოს თავს ასაფეთქებელი მოწყობილობებით და ისრებით დაესხნენ. ოთხი პოლიციელი დაშავდა“, – განაცხადა ბოგოტას მერმა, კარლოს ფერნანდო გალანმა.
კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ცნობით, აშშ-ის საელჩოსთან უსაფრთხოების დაცვის ბრძანება გასცა.
„საელჩოსთან პოლიციას სხვა უფრო რადიკალური ჯგუფი დაესხა თავს, რის შედეგადაც რამდენიმე ახალგაზრდა ისრებით დაშავდა“, – აღნიშნა პეტრომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი