Fox News – „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობა იწყება, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული ყრილობა იწყება, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს დაასახელებს , – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ის რეპორტიორი, ბრეტ ბაიერი ავრცელებს.
ბრეტ ბაიერის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპმა მას განუცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ არჩევანს დღეს გამოაცხადებს.
დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში ჩავიდა, სადაც 15-18 ივლისს „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული ყრილობა გაიმართება. დელეგატები დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.