Fox News – ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია

ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია, – ინფორმაციას Fox News-ი -ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, მამაკაცმა ცინცინატში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ქონება დააზიანა, კერძოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია.
„ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა. ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდნენ“, – აცხადებს აშშ-ის საიდუმლო სამსახური.
ვენსის წარმომადგენელმა Fox News-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ცინცინატში გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა, თუმცა ახლა ვაშინგტონშია.
საიდუმლო სამსახურის მიერ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილი ცინცინატის პოლიციაში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, 26 წლის უილიამ დეფურს ბრალი ვანდალიზმსა და სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლაში წაუყენეს.