Fox News: კვლევა აჩვენებს, რომ ირანი საქართველოს სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებს

ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემაFox News Digital საქართველოსა და ირანის ურთიერთობაზე ჰადსონის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ კვლევაზე წერს და აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით, ირანი საქართველოს სანქციების თავიდან ასარიდებლად და საკუთარი ომის მანქანის დასაფინანსებლად იყენებს.
“ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ბოლო დრომდე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ და NATO-ს წევრობის პოტენციური კანდიდატად აღიქმებოდა, ნელ-ნელა დაუახლოვდა თეირანს” – აღნიშნულია სტატიაში.
“ირანმა საქართველოში შექმნა გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც -ს მთავრობის მიერ სანქცირებულია ექსტრემიზმთან კავშირების გამო და ვაშინგტონში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფარულ სტრუქტურებად აღიქმება” – განუცხადა Fox News Digital-ს გიორგი კანდელაკმა, რომელიც აღნიშნული ჰადსოსნის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორია.
მედია აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს ირანმა საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალი გახსნა. ეს უნივერსიტეტი ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა მუსავი ხომეინის იდეოლოგიის საზღვარგარეთ გავრცელებისთვის ირანის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა.
-ს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წელს განაცხადა, რომ IRGC და მასში შემავალი ყუდსის ძალები საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საერთაშორისო რეკრუტირების ქსელის ნაწილად და ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიური და უსაფრთხოების ინტერესების გასატარებლად იყენებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიპლომატიურად ნეიტრალური რჩება, ჰადსონის კვლევაში აღწერილია ორ ქვეყანას შორის მზარდი კავშირები და ის, თუ როგორ იყენებს ირანი საქართველოს სადაზვერვო ინფრასტრუქტურის ქსელად – აღწევს რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებში, რათა გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ასევე აღნიშნულია, რომ ირანმა სიმპათიური განწყობის მქონე ქართველები საკუთარი შიდა დღის წესრიგის გასაძლიერებლად საერთაშორისო დანაშაულების ჩასადენად გამოიყენა” – წერს Fox News Digital.
მედია აღნიშნავს, რომ “თბილისისა და თეირანის ურთიერთობები 2012 წელს პრორუსული ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაფართოვდა. ანალიტიკოსების თქმით, ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც პროდასავლურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წელს თავისი ექვსწლიანი ვადა დაასრულა და მისი ადგილი დაიკავა მიხეილ ყაველაშვილმა დაიკავა”. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პერიოდი 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-მა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, , თავდაცვის ყოფილი მინისტრი, , საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე დაიბარა.
სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.
ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით მკითხეს – სანიკიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხა
სუს-მა გამოკითხვაზე და დაიბარა
“ვერ ვუკავშირდებით, იმედია მედიისგან გაიგებს” – სუს გამოკითხვაზე გივი თარგამაძესაც იბარებს
3 მარტს “ჰადსონის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა კვლევა სათაურით “საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში”. კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.
კვლევაში წერია, რომ “საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა, უკვე სისტემური გახდა და ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში ღრმად არის გამჯდარი. […] საქართველოს ირანისკენ გადახრა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც მოსკოვთან დაახლოებასაც მოიცავს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იურიდიულ ზეწოლას ახდენს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და არღვევს ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთან”.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. მათივე ცნობით, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება მუხლი გადაკვალიფიცირდება.
“ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.
ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ.” – უთხრეს სუს-ში ტაბულას.