Fox News – აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი -ის გამოძიების ფედერალურ ბიუროზე (FBI) დაყრდნობით ავრცელებს.
Fox News-ის ცნობითვე, სამართალდამცავებმა 24 წლის ეჭვმიტანილი ვირჯინიის შტატში დააკავეს.
FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის განცხადებით, დაკავებული სალვადორული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის (Mara Salvatrucha) ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია.
MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას აშშ-ის პრეზიდენტი, ც გამოეხმაურა.
„ახლახან MS-13-ის მთავარი ლიდერი დააკავეს. პემ ბონდიმ, კაშ პატელმა, ტომ ჰომანმა და კრისტი ნოემმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა