Forbes Georgia: მტკიცედ მიგვაჩნია, რომ საქართველო არ უნდა დაშორდეს სტრატეგიულ მოკავშირეებს. საქართველოს ადგილი ევროპაშია!

„მტკიცედ მიგვაჩნია, რომ საქართველო არ უნდა დაშორდეს სტრატეგიულ მოკავშირეებს, რომლებიც ამასთანავე ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არ-აღიარების მთავარი გარანტორები არიან. ევროპული კავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა შეუთავსებელია ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებასთან.
Forbes Georgia-ს რედაქცია და 30 Under 30 სიის წევრები ვგმობთ პოლიციურ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტებსა და პროტესტის მონაწილეებს, რომელთაც სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ უწევთ პროფესიული თუ სამოქალაქო მოვალეობის შესრულება. საქართველოს ადგილი ევროპაშია!“

ასევე დაგაინტერესებთ