Forbes: უკრაინამ ავდეევკის გადასარჩენად ერთ-ერთი საუკეთესო ბრიგადა გააგზავნა

მ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მე-3 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა გააგზავნა. უკრაინა ცდილობს რუსულ ძალებს ამ დასახლების აღებაში ხელი შეუშალოს. ამის შესახებ Forbes იუწყება.

„ეს ერთადერთი უკრაინული სახმელეთო ბრიგადაა, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რეზერვში იყო“, – წერს გამოცემა.

ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ უკრაინელების მიერ ავდეევკის გამაგრების და ქალაქში დარჩენის გადაწყვეტილება დიდ რისკებსაც შეიცავს.

„ოკუპანტებმა 4-თვიანი შეუჩერებელი შტურმების შემდეგ ავდეევკის დაცვის ხაზი გაარღვიეს და ახლა ძირითად გზას მიუახლოვდნენ, რომლითაც უკრაინული გარნიზონი მარაგდება.

გამოცემა წერს, რომ მე-3 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ 2023 წელს უკრაინელების ერთ-ერთი ბოლო წარმატებული შეტევა განახორციელა და ქალაქი ანდრეევკა გაათავისუფლა, რომელიც ავდეევკის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ამის შემდეგ ბრიგადა რეზერვში იმყოფებოდა, მოხდა მისი გადაიარაღება და გადამზადება, მან ახალი ტექნიკაც მიიღო.