Forbes: რუსებმა ვოვჩანსკში, სავარაუდოდ, 83-ე სადესანტო ბრიგადა დაკარგეს

Forbes-ის ინფორმაციით, 9 მაისს – დღეს, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას აღნიშნავს – დაახლოებით 30 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკში ისე დამარცხდა, რომ ბრძოლის უუნარო გახდა.
სტატიის თანახმად, “რუსეთის გამარჯვების დღეს”, 9 მაისს დაგეგმილი ეს შეტევა, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, სავარაუდოდ, მიზნად ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას ისახავდა, რათა მძიმე არტილერია ქალაქ ხარკოვს მიახლოებოდა. რუს მეთაურებს, შესაძლოა, ვოვჩანსკიდან თვით ხარკოვისთვის შეტევის იმედიც ჰქონდათ.
ცნობილი უკრაინელი კორესპონდენტის, ფსევდონიმით “ნიკოლაევ ვანეკი” თანახმად, რუსეთის 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადამ ვოვჩანსკიდან სამკვირიანი განლაგების შემდეგ დაიხია უკან.
”მთელი 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა, საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად, სასწრაფოდ უკან გაიყვანეს. ძალიან ბევრი მსხვერპლია, ვერ იბრძვიან, ძალიან ბევრი 500-ა”, – წერს ვანეკი.
რუსული სამხედრო ენით, “კოდი 500” არის ჯარისკაცი, რომელიც უარს ამბობს ბრძოლაზე.
Forbes-ის ცნობით, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ეს რუსული დაჯგუფებისთვის მტკივნეული დანაკარგი იქნება, რაც დაახლოებით შვიდ პოლკსა და ბრიგადას მოიცავს. ამასთან რუსეთის დანაკარგები ვოვჩანსკში შეიძლება გაიზარდოს, რადგან ბატალიონის გადარჩენილი ჯარისკაცები, რამდენიმე ასეული ადამიანი, ორი კვირის განმავლობაში ცენტრალურ ვოვჩანსკში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, ალყაში იმყოფებოდა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის საჰაერო ძალები ქიმიურ ქარხანას ბომბავდა.
83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა არის ან იყო ელიტარული ძალა, ათამდე ბრიგადის ზომის ფორმირება, რომელიც 40 000-მდე ჯარისკაცისგან შედგებოდა. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბრიგადა ბრძოლისას პარაშუტების გამოყენებაში ვარჯიშობდა თავისი მსუბუქი ჯავშანტექნიკით.
2023 წელს ბრიგადა იბრძოდა სამხრეთ ში და ამ გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთში ქალაქ ჩასივ იარში ალყის მოწყობაში.
პირველად 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცები ვოვჩანსკში 12 ივნისს გამოჩნდნენ.
Kriegsforscher-ის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდასხმის ბრიგადამ რუს მედესანტეებს ნაღმები ესროლა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
Forbes-ის თანახმად, ვოვჩანსკში 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადისთვის ეს საბედისწერო დასაწყისი იყო – მედესანტეები ავრცელებდნენ ვიდეოებს, სადაც აცხადებდნენ, რომ ბრძოლა აღარ შეეძლოთ, რადგან სამი დღე წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს.
ორი კვირის შემდეგ, 83-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადამ იმხელა დანაკარგი განიცადა, რომ მათ სხვა გზა აღარ ჰქონდათ, გარდა იმისა, ტერიტორია დაეტოვებინათ.

ასევე დაგაინტერესებთ