Financial Times-ი: პუტინმა შეიძლება შეამსუბუქოს ზოგიერთი ტერიტორიული პრეტენზია დონეცკის ოლქის სანაცვლოდ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა უკრაინის ჯარების გაყვანა დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონიდან – როგორც ს ომის დასრულების პირობა, თუმცა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მას ფრონტის ხაზის დანარჩენი ნაწილის გაყინვა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მისი ძირითადი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული, იტყობინება შაბათს Financial Times-ი 16 აგვისტოს, “ალასკის სამიტის” მეორე დღეს.

პუტინმა ეს მოთხოვნა 15 აგვისტოს, ალასკაში ტრამპთან შეხვედრის დროს წამოაყენა, წერს FT-ი, რომელიც იმოწმებს ოთხ პირს, რომლებიც უშუალოდ იცნობენ მოლაპარაკებების მსვლელობას.
დონეცკის რეგიონის სანაცვლოდ, პუტინმა განაცხადა, რომ გაყინავს ფრონტის ხაზს ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონებში, ნათქვამია ცნობაში.
შემდეგ ტრამპმა, გამოცემის თანახმად, ეს შეტყობინება გადასცა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც მოუწოდა მათ, შეეწყვიტათ მოსკოვის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მცდელობები.

რუსეთის ძალები დონეცკის დაახლოებით 70 პროცენტს აკონტროლებენ, მაგრამ მისი ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქების ჯაჭვი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება და მნიშვნელოვანია მისი სამხედრო ოპერაციისა და აღმოსავლეთ ფრონტზე თავდაცვისთვის. ლუგანსკის უკიდურესი დასავლეთის ნაწილის გარდა ტერიტორიას, რუსეთის ძალები აკონტროლებენ.

Financial Times-ი იმოწმებს ასევე ზელენსკის პოზიციაში კარგად ჩახედულ პირებს, რომლების თქმით, ის დონეცკის გადაცემას არ დათანხმდებოდა, მაგრამ ღია იქნებოდა ტერიტორიის საკითხის განსახილველად ტრამპთან ვაშინგტონში, სადაც ისინი 18 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს.

ამ შეხვედრაზე, New York Times-ის ცნობით, ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული.
უკრაინის ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკების თაობაზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანიის ტელეარხ ZDF-ს განუცხადა, რომ უკრაინის და ევროპელების თანხმობის გარეშე უკრაინის ტერიტორიების გარშემო მოლაპარაკება არ გაიმართება.
Financial Times-ი წერს, რომ თეთრმა სახლმა არ უპასუხა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების არსის შესახებ კომენტარის გაკეთების მოთხოვნას. კომენტარის გაკეთების თხოვნაზე რეაგირება არ ჰქონია ასევე პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს.
ფორუმი